საკომუნიკაციო ჭის ბოქლომიანი თავსახური აღმაშენებლის გამზირზე

საკომუნიკაციო ჭის ბოქლომიანი თავსახური აღმაშენებლის გამზირზე

540
გაზიარება

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე საკომუნიკაციო ჭის თავსახური საკმაოდ უცანურად გამოიყურება – მას ბოქლომი ადევს. შესაბამის ფოტომასალას “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია” ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ასოციაციის აზრით, ჭის თავსახურის ბოქლომით დალუქვა მიზნად რკინის მასალის შესაძლო ქურდობის პრევენციას ისახავს, თუმცა ფეხით სიარულის დროს ამოშვერილმა ბოქლომმა, დაუკვირვებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ფეხსაცმელი დაგიზიანოთ ან ფეხი გატკინოთ.
როგორც “სითი კვირას” Georgian Water and Power-ში განუცხადეს, აღნიშნული ჭის თავსახური კომპანიას არ დაუმონტაჟებია.

30738830_1286135598184142_8870258182467878912_n

კომენტარი