თბილისის მერია პროფესიული გადამზადების პროგრამას იწყებს

თბილისის მერია პროფესიული გადამზადების პროგრამას იწყებს

168
გაზიარება

თბილისის მერია პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში, დედაქალაქში  რეგისტრირებულ, 18 წლიდან ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს უფასოდ გადაამზადებს. ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სფეროს 15 სპეციალობაში გადამზადების მსურველებს სასწავლო კურსის საფასურს მერია დააფინანსებს. ​
​როგორც თბილისის მერიაში „სითი კვირას“ განუცხადეს პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით დაიწყო. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალ დაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.
რეგისტრაცია 4 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარი