თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს გამოკითხავენ  

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს გამოკითხავენ  

260
გაზიარება

მგზავრთნაკადების შესწავლის მიზნით, კომპანია „სპექტრუმისინტერვიუერები, 26 აპრილიდან 15 ივნისამდე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გამოკითხვას ჩაატარებენ.
როგორც თბილისის მერიაში „სითი კვირას“ განუცხადეს, მგზავრთა ნაკადების შესწავლის შედეგად განისაზღვრება დღის განმავლობაში მოქალაქეთა ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მარშრუტები, მანძილი, ინტენსივობა და მოთხოვნები.
მათივე ინფორმაციით, ანალიზის შედეგად შემუშავდება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული მარშრუტები. კვლევა 15 თვეში უნდა დასრულდეს.
პროექტის საერთო ღირებულება 790 ათას ევროს შეადგენს, საიდანაც 490 ათასი EBRD-ის გრანტია, ხოლო 300 ათასი – მერიის დაფინანსება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის რესტრუქტურიზაციის გეგმის შედგენაზე ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია „სისტრა“ და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია „სპექტრუმი“ იმუშავებენ.

კომენტარი