თბილისის 8 რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

თბილისის 8 რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

157
გაზიარება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 8 რაიონში ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეიზღუდება. როგორც “სითი კვირას” კომპანია “თელასში” განუცხადეს, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
გლდანის რაიონი
სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა, V, VII მიკრორაიონების,   წყაროთუბნის, ფორე მოსულიშვილის, ანგია ბოჭორიშვილის, ვლადიმერ ნანეიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
მთაწმინდის რაიონი
შარდენის, ბელინსკის, ჭოველიძის, კერესელიძის, გუნიას, გოგებაშვილის, ჯანაშიას, ბარნოვის, თარხნიშვილის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ერეკლე ტატიშვილის, ზანდუკელის, ყაზბეგის, მილორავას, ნათია ბაშალეიშვილის, გუდაურის, თერგის, პეტრიაშვილის, შანიძის და გალის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
ჩუღურეთის რაიონი
ჩეჩელაშვილის, ართვინის, ლარეხის, მნათობის, მამარდაშვილის, ნორიოს, საქარის, მიჩურინის, ქინქლაძის, როსტოვის, ყირიმის, კიკვიძის და თეთნულდის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე;
ბაქოს და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 12 საათიდან 13 საათამდე;
დავით აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და ტეტელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 13 საათიდან 14 საათამდე.
ვაკის რაიონი
დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 17 საათამდე.
საბურთალოს რაიონი
ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 16 საათამდე.
სამგორის რაიონი
ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 18 საათამდე.
ნაძალადევის რაიონი
გურამიშვილის გამზირის, დადიანის, გვაზაურის, ღრმაღელეს, კოკინაკის, ზედაზენის, ჯავის, რიონჰესის, სააკაძის, მექანიზაციის, იმერეთის, ცისარტყელას, ბენდელიანის, ტრაქტორის, ქუთათელაძის, ჭიჭინაძის და ხრესილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 17 საათამდე.
ისნის რაიონი
ვარდის მოედნის, ავლაბრის მოედნის, ალადაშვილის, ხივინის, ერევნის, ერისთავის და დმანისის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10:30 საათიდან 18 საათამდე.


კომენტარი