“ვიღაც უნდა აკონტროლებდეს ქალაქის იერსახეს” – მარიტა კაპანაძე თბილისის არქიტექტურულ დისონანსზე   

“ვიღაც უნდა აკონტროლებდეს ქალაქის იერსახეს” – მარიტა კაპანაძე თბილისის არქიტექტურულ დისონანსზე   

2144
გაზიარება

ინტერიერის დიზაინერი მარიტა კაპანაძე, ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც მიაჩნიათ, რომ  წარმატების და მიზნის მისაღწევად საჭიროა ბევრი შრომა.
ბავშობიდან დაინტერესებული იყო დიზაინით, რაც თოჯინებისთვის სამოსის კერვით დაიწყო. დროთა განმავლობაში კი მიხვდა, რომ ეს ის საქმე იყო, რომელიც სიამოვნებას ანიჭებდა, ამიტომ სამხატვრო აკადემიაში მოდელირების ფაკულტეტზე ჩააბარა. შემდეგ ტექსტილმა გაიტაცა და აკადემიის მაგისტრანტი გახდა. ავეჯით და ინტერიერით მოგვიანებით დაინტერესდა, როდესაც ავეჯის სალონში აიყვანეს დიზაინერად.

„ბავშვობაში ჩემი დიზაინერობა შემოიფარგლებოდა თოჯინების სამოსის და შემდეგ უკვე თავად თოჯინების კერვით. მე თვითონ ვქმნიდი სხვადასხვა ტიპის თოჯინებს. კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც ჩემს ცხოვრებაში პირველად გაჩნდა სიტყვა “დიზაინი”. ერთ მშვენიერ დღეს, გადავწყვიტე შლიაპა შემეკერა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი. ავჭერი თარგები და ავაწყვე დიდი გულისყურით. არ სჯეროდათ ახლობლებს, მიწევდა იმის მტკიცება რომ ნამდვილად ჩემი შექმნილი იყო. ერთმა ახლობელმა და ჩემთვის ძალიან პატივსაცემმა ქალბატონმა მირჩია გავმხდარიყავი დიზაინერი. სწორედ აქედან დავინტერესდი ამ იდეით და აღარ მასვენებდა ის აზრი, რომ სასიამოვნო და საინტერესო მოწოდება შემეძლო პროფესიად მექცია”,- ამბობს მარიტა.

როგორც მან „სითი კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, თავის პირველ კარიერულ წარმატებად, ტელე „იმედის“ სატელევიზიო პროექტ „რემონტში“ მონაწილეობას მიიჩნევს, რომლის საშუალებითაც საზოგადოებამ გაიცნო:

„ყველაზე შესამჩნევი ხალხისთვის იყო მაინც ტელე “იმედის” სატელევიზიო პროექტი “რემონტი”, სადაც რამდენიმე გადაცემაში მომიწია მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის უკვე მოქმედი დიზაინერი ვიყავი და საკმაოდ ბევრი ობიექტი მქონდა შესრულებული, არა მარტო საქართველოში. განსაკუთრებით მომღერალ ანრი ჯოხაძის სატელევიზიო დიზაინ-პროექტმა გამოიწვია საზოგადოების ინტერესი ჩემს მიმართ. ეს იყო ჩემი ასე ვთქვათ საიმიჯო პროექტი იმ დროისთვის “.10300149_10205403948172307_6870191698860461299_n

ყოველთვის ჰქონდა სურვილი თავისი კომპანია დაეარსებინა. 2010 წელს შექმნა Marita Design Studio,  რომელიც სხვადასხვა დიზაინერულ მომსახურებას ეწევა.

„გზა წარმატებისკენ ძალიან რთული იყო. ბევრ კომპანიაში მომიწია მუშაობა, ათასგვარ ხალხთან. ყოველთვის მაწუხებდა ის აზრი, რომ უნდა შემექმნა საკუთარი კომპანია და ჩემი დიდი გამოცდილება გამომეყენებინა მისი წარმატებისათვის. ასეც მოხდა, 2010 წელს დავაარსე შპს, რომლითაც ვეწევი სხვადასხვა დიზაინერულ მომსახურებას. ამის პარალელურად, ბოლო 4 წელი ვიმუშავე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავეჯის სახლბელჰაუსის” დიზაინერად. სამსახურის შემდეგ ჩემს ხელნაკეთ დეკორაციებსაც სწორედ აქ ვუწევდი რეალიზაციას, რაც ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო ეფექტიანსა და ნაყოფიერს ხდიდა” – გვიყვება მარიტა.

ოჯახის და სამსახურის შეთავსება არ უჭირს. დედა ყველაფერში ხელს უწყობს. სირთულე მხოლოდ სტუდიის, სამსახურის და კერძო დაკვეთების შეთავსებაა:

„სტუდიის, სამსახურის და კერძო დაკვეთების შეთავსება უფრო მიძნელდება, ვიდრე ოჯახის და სამსახურის. სახლში მყავს დედა, რომელიც ყველა ჩემს სურვილს უთქმელად ხვდება და მისრულებს, ბავშვის გაზრდაშიც  ის მეხმარება. ასე რომ ოჯახური პრობლემებისგან მეტწილად თავისუფალი ვარ. ჩემი შვილიც ძალიან უპრეტენზიოა ამ მხრივ, მგონი თვითონ უფრო მივლის, ვიდრე მე მას. თვითონ მეცადინეობს, იმზადებს ტანსაცმელს და საჭმელსაც კი, საჭიროების შემთხვევაში. ძალიან დამოუკიდებელია“, – გვითხრა დიზაინერმა.

მისი ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე ამჯერადაც გაუმართლა და ნიუ – იორკში ერთ-ერთ პრესტიჟულ გამოფენაში მონაწილეობს.23658853_10213096330397055_5338671598987651427_n

„ნიუ – იორკში ორ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. აპრილის ბოლოს იქნება მესამე, მანჰეტენზე, ძალიან პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეში. ახალი ჩამოსული ვიყავი, როდესაც მეგობრებისგან გავიგე, რომ იმართებოდა “ნიუ – იორკ ფეშენ შოუ”, სადაც ასევე ეწყობოდა გამოფენა და შემეძლო ჩემი დეკორაციების წარდგენა. მენეჯერთან გადავაგზავნე ნამუშევრების ფოტოები და მოვხვდი მონაწილეთა სიაში”, – ამბობს მარიტა.

ბინის ინტერიერის შექმნისას დამკვეთის სურვილებსა და აზრებს ნაწილობრივ ითვალისწინებს, თუმცა დღეს ხელს მხოლოდ ისეთი დამკვეთების საქმეს ჰკიდებს, რომლებიც მის გემოვნებას ენდობიან.

„დამკვეთის აზრს, რა თქმა უნდა ვითვალისწინებ. პროექტის დასაწყისში ვესაუბრები და ვცდილობ მაქსიმალური ინფორმაცია მივიღო მისი პიროვნებისა თუ ცხოვრების წესის შესახებ, რაც შემდგომში უკვე მეხმარება მისი სურვილების განხორციელებაში. რა სტილი უნდა, რა ფერები მოსწონს, რა ფუნქცია უნდა მისცეს ამა თუ იმ ოთახს და ა.შ. თუ მხოლოდ საკუთარ სურვილებზე და მოთხოვნებზე ააწყობ ინტერიერს, არ მგონია ამან ბევრი დამკვეთის კმაყოფილება მოგიტანოს. ჩემი ფუნქცია კი სწორედ ესაა, რომ შევუქმნა მას გარემო, რომელშიც ლაღად და კომფორტულად იგრძნობს თავს. ძალიან რთულია, როცა მოდიან შენთან, როგორც პროფესიონალთან ინტერნეტში ამოკრეფილი ფოტოებით და გეუბნებიან: ასეთი მინდა! “ასეთი“ უკვე შექმნილია და განთავსებულია ამა თუ იმ საიტზე თუ ჟურნალში. ბოლო რამდენიმე წელია, უკვე მსგავს დაკვეთებზე უარს ვამბობ. დღეს ხელს ვკიდებ მხოლოდ ისეთი დამკვეთების საქმეს, ვინც აფასებს ჩემს ინდივიდუალობას და კრეატიულობას. მათი წვლილი, რა თქმა უნდა დიდია მუშაობაში. საბოლოო სიტყვა ხომ ყოველთვის მათ ეკუთვნით. ან დაასვამს ბეჭედს ან არა”, – ამბობს მარიტა კაპანაძე.

მათ, ვისაც სურს საკუთარი ძალებით მოაწყოს ბინა, დიზაინერი ურჩევს შეინარჩუნონ სისადავე და არ შეეჭიდონ რთულ დეკორაციებს. პატარა სივრცის პირობებში კი არ შეზღუდონ სივრცე და სარკეებისა და პრიალა ზედაპირის მქონე მასალის გამოყენებით შექმნან ოპტიკური ილუზია. მთავარი პრინციპი თანამედროვე სახლის ინტერიერის შექმნისას არის სწორი ზონირება. სივრცის ოპტიმალური დაგეგმარება.

„ვურჩევდი, მაქსიმალურად სისადავე შეინარჩუნონ კედლებისა და ჭერის ვიზუალის გადაწყვეტისას, ნუ შეეჭიდებიან დიდ სირთულეებს დამოუკიდებლად, ინტერნეტით მოძიებული ფოტოებით, რადგან გემოვნების გარდა ძალიან დიდი გამოცდილება ჭირდება ამა თუ იმ დეკორაციის შესრულებას. გამოიყენონ ძირითადად მოძრავი დეკორაციები, დიდი ფერადი პანოები, სხვადასხვა ზომის დეკორატიული სანათები და რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი მასალები. შეიტანონ საყვარელი ფერები ბალიშების, ფარდების და დეკორების მეშვეობით და მაინცადამაინც ძირითად სივრცეს ნუ გადატვირთავენ ჭრელი ფერებით. ასევე, თავად სცადონ მარტივი, მაგრამ საინტერესო ხელნაკეთი დეკორების შექმნა”.883347_10203073889722302_6089799148697611542_o

ახალგაზრდა დიზაინერი მშობლებს ურჩევს ბავშვის ოთახი მის ინტერესს და სურვილებს მოარგონ და სწორად შეარჩიონ ფერთა გამა:

“ბავშვის ოთახის მოწყობისას, პირველ რიგში ვადგენ, დაახლოებით როდისთვის იგეგმება ინტერიერის შემდგომი ცვლილება. თუ ეს დიდ პერიოდს მოიცავს, რა დროსაც მკვეთრად ხდება ბავშვის განვითარება და ინტერესების ცვლილება, მაშინ რა თქმა უნდა ვურჩევ შედარებით ნეიტრალურ გარემოს, რომელიც არ იქნება მკვეთრად გამოხატული ჩვილის ასაკისათვის ან მოზარდისათვის. აქ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა შეირჩეს ფერთა გამა. ვიცით რომ ფერები ზემოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე და გავლენას ახდენს ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე. შეიძლება ფერს ჰქონდს როგორც აღმგზნები, ასევე დამამშვიდებელი ეფექტი. უნდა ვეცადოთ სწორად შევარჩიოთ ფერები და ტონები, იმის მიხედვით რა დატვირთვისაა ბავშვის ოთახი – მხოლოდ სათამაშო და გასართობი თუ იმავდროულად საძილეც, ან სამეცადინო.“

მარიტა საქართველოში დამკვიდრებულ ახალ სტილზეც გვესაუბრა, რომელიც ხალხის ფსიქოლოგიურ პორტრეტს თუ ცხოვრების სტილს კარგად მოერგო. თუმცა მიაჩნია, რომ არასწორია, როდესაც სახლები ერთმანეთს ემსგავსებიან დიზაინითა და სტილით, ინდივიდუალიზმი კი ნაკლებად ჩანს.

„ჩვენს ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს მოდერნი, მინიმალიზმი, თუმცა საკმაოდ წარმატებით დაიმკვიდრა თავი ლოფტ-მაც. განსაკუთრებით საზოგადოებრივ ინტერიერში ხშირად შეხვდებით უკვე მსგავს მიმართულებას. ჩემთვის ცოტა რთულია გამოვარჩიო სტილი, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს. გემოვნებით და ზომიერად შესრულებული ყველა სტილი მისაღებია, კლასიკაც კი, რომელსაც ზოგადად ნაკლებად ვწყალობ. მიმბაძველობა არა მარტო დიზაინში, არამედ ყველა სფეროში დასაგმობია. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, ყველა უნიკალური და რაღაცით გამორჩეული სხვისგან, რატომ არ უნდა იყოს ჩვენი სივრცე ჩვენს ინდივიდზე მორგებული. რატომ უნდა ვიცხოვროთ სხვის ხედვებზე და ინტერესებზე აწყობილ სივრცეში? როდესაც ვაკეთებთ რემონტს და გვაქვს საშუალება შევცვალოთ გარემო, სადაც ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებთ, ის ჩვენი კომფორტის ზონა უნდა იყოს”, – აცხადებს დიზაინერი.

მისი აზრით თბილისის არქიტექტურაში დისონანსია ძველსა და ახალ დიზაინს შორის, რომელიც თვალშისაცემი, გარემოსთან შეუსაბამო და კოტექსტიდან ამოგლეჯილია.

„ცალკე აღე28166696_10213845786572991_3866599116807482220_nბული შენობა შეიძლება კარგია და მოსაწონი, მაგრამ ბევრი კონტექსტიდან ამოგლეჯილია და გარემოსთან შეუსაბამო. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და თითქმის ყველგან მკვეთრად გამოხატული ქალაქის სტილი და საერთო ხელწერა იგრძნობა. არ ვამბობ, რომ ყველა შენობა ერთმანეთს უნდა ჰგავდეს, მაგრამ ვფიქრობ, ვიღაც უნდა აკონტროლებდეს ზოგადად ქალაქის საერთო იერსახეს”.

დიზაინერისთვის წარმატების ფორმულა დაუზარელი შრომაა, რომელიც დასახული მიზნის მიღწევაში ეხმარება.

„ამერიკაში გამომგზავრებამდე რამოდენიმე სასწრაფოდ დასამთავრებელი პროექტი მქონდა და მათ შორის ერთი ძალიან დიდი მოცულობის კედლის პანო – “აბრეშუმის ქაღალდში”, შესასრულებელი. მთელი ღამე ვიმუშავე. ზომიდან გამომდინარე მომიწია იატაკზე, დაჩოქილს მემუშავა. დილით, მამამ რომ ნახა დამთავრებული კომპოზიცია, მითხრა, – მე მჯერა რომ შენ ყველაფერს შეძლებ, რასაც მოინდომებ, მთელი ღამე მესმოდა შენი ოხვრა და ვხედავდი, რომ აღარ შეგეძლო, მაგრამ არ დანებდი და ბოლომდე მიიყვანე საქმე, ყველაფრის მიუხედავადო. ჩემთვის ეს სიტყვები იმხელა სტიმული და ბიძგი იყო, იმ წუთში დავიჯერე რომ მართლა ყველაფერს მივაღწევდი. დედაჩემი… ქალი რომელიც ჩემით სუნთქავს, ჩემთან ერთად ათენებს, ჩემს მაგივრად სტკივა, უხმოდ ესმის ყველა ფიქრი და აქვს დიდი იმედი… შეუძლებელია ამ ყველაფერმა არ შეგაძლებინოს რომ იშრომო მეტი, გააკეთო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და მიაღწიო დასახულ მიზანს”.

ესაუბრა მარიამ გელაშვილი

კომენტარი