საბურთალოს რაიონში შეირჩა ადგილები, სადაც ავტოფარეხის ადგილს საზოგადოებრივი სივრცე დაიკავებს

საბურთალოს რაიონში შეირჩა ადგილები, სადაც ავტოფარეხის ადგილს საზოგადოებრივი სივრცე დაიკავებს

458
გაზიარება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი, ძველი ავტოფარეხების ადგილზე მწვანე სივრცეების მოწყობის იდეას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ავტოფარეხების უსახური ნაგებობები წარსულს უნდა ჩაბარდეს.
როგორც დეპუტატი აცხადებს, საბურთალოს რაიონში, უკვე შერჩეულია რამდენიმე ადგილი, სადაც ავტოფარეხების ნაცვლად შესაძლებელია სკვერის, სპორტული მოედნების თუ სხვა ტიპის საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა.
მისივე თქმით, ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად გაუმჯობესდება მდგომარეობა შიდა ეზოებშიც.
“ავტოფარეხები არ გამოიყენება პარკინგისთვის და ისინი გაცილებით მეტ ადგილს იკავებენ. მათი დემონტაჟი საშუალებას მოგვცემს უფრო რაციონალურად დაიგეგმოს სივრცის განაწილება, ისე რომ ყველა მცხოვრებლის ინტერესი იყოს გათვალისწინებული. წლების განმავლობაში ეს სივრცეები გადაიქცა ნაგავსაყრელად, ეს მახინჯი პრაქტიკა წარსულს უნდა ჩავაბაროთ”, – აცხადებს დეპუტატი.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი შიდაკვარტალური მწვანე არეალების და საზოგადოებრივი სივრცეების შექმნა, რათა გაზრდილი სიმჭიდროვის და გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობის ფონზე, ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება სახლის მახლობლად დაისვენონ, გაასეირნონ ბავშვები და დაკავდენ სპორტით.
შაქარიშვილი იმედოვნებს, რომ თბილისის მოსახლეობა მხარს დაუჭერს აღნიშნულ იდეას და ჩაერთვებიან საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების პროცესში.

კომენტარი