წერეთლის გამზირზე, შიდა ეზოში, 5 ავტოფარეხის ადგილას მალე სკვერი მოეწყობა

წერეთლის გამზირზე, შიდა ეზოში, 5 ავტოფარეხის ადგილას მალე სკვერი მოეწყობა

750
გაზიარება

თბილისის დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზრის N93-ის ეზოში, 5 ძველი ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, სკვერი გაშენდება. დიდუბის რაიონის გამგეობა ადგილობრივებთან ერთად შეადგენს სკვერის დეტალურ გეგმას, რომელსაც ექნება ისეთი სახე, როგორსაც N93 კორპუსის მაცხოვრებლები მოისურვებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობას დღეს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო ძნელაძე ესაუბრნენ. გამგებელმა, ამ ნაბიჯის გადადგმისათვის, მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირის N93-ის მაცხოვრებლებმა ავტოფარეხების დემონტაჟში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
“მიხარია, რომ მოსახლეობა დედაქალაქის მერის გუშინდელ ინიციატივას გამოეხმაურა. დიდუბის რაიონის მაგალითი გადამდები იქნება და მათ სხვა ამხანაგობებიც მიბაძავენ. ყველა ამხანაგობის ასეთ გადაწყვეტილებას მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს. ვგეგმავთ, ასეთი ინიციატივის მქონე ამხანაგობები წავახალისოთ. ჩვენ ამ ადგილას გავაკეთებთ ძალიან ლამაზ სკვერს, რათა ის  ბავშვებისა და დიდებისთვის სასურველ დასასვენებელ ადგილად იქცეს”, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
გამგებლის განმარტებით, სკვერის მოწყობის გარდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე შენობის კედლის მოხატვაც იგეგმება.

კომენტარი