თბილისში ქუჩებს, 2008 წლის ომის დროს ოკუპირებული სოფლების სახელები მიენიჭება

თბილისში ქუჩებს, 2008 წლის ომის დროს ოკუპირებული სოფლების სახელები მიენიჭება

345
გაზიარება

თბილისის საკრებულოს საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგული და ოკუპირებული ქართული სოფლების სახელები მიენიჭება.
​როგორც “სითი კვირას” სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში განუმარტეს, ნაძალადევის, საბურთალოს და კრწანისის რაიონებში არსებული უსახელო ქუჩები, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჯვარისუბნის, მარტიანის და დადიანეთის სახელობის გახდება. გარდა ამისა, სამგორის რაიონში, სოფელ ნასაგურში ექვს უსახელო ქუჩას ქართული ვაზის ჯიშების სახელები დაერქმევა.
უსახელო ქუჩებისთვის სახელების მინიჭებაზე თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად, საკითხით დაინტერესებული მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.
კომისიის წევრებმა განსახილველ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. ამ ქუჩების სახელდებას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ.

კომენტარი