წერეთლის გამზირზე შესაძლოა კიდევ 17 უკანონო ავტოფარეხი აიღონ

წერეთლის გამზირზე შესაძლოა კიდევ 17 უკანონო ავტოფარეხი აიღონ

1299
გაზიარება

თბილისის დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, ავტოფარეხების დემონტაჟის საკითხთან დაკავშირებით, წერეთლის გაზირის N99-ის მოსახლეობას ხვდება.
აღნიშნულ მისამართზე არსებულ შიდა ეზოში სულ, 17 ავტოფარეხია და მეპატრონეების უმრავლესობა მათ დემონტაჟზე თანხმობას აცხადებს, თუმცა რამდენიმე, ჯერჯერობით წინააღმდეგია.
გასათვალისწინებელია, რომ ავტოფარეხების მეპატრონეებს საკუთრების უფლება არ აქვთ, რადგან არქიტექტურის სამსახურის ნებართვა არ გააჩნიათ. მართალია, ავტოფარეხები რეგისტრირებული და აღრიცხულია, თუმცა ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ისინი ხმარებაშია და არა საკუთრებაში. შესაბამისად, დემონტაჟის მოწინააღმდეგე მეპატრონეებს წინააღმდეგობის გაწევის კანონიერი უფლება არ აქვთ.
როგორც გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა ადგილობრივებთან საუბრისას განმარტა, გამგეობას სურს, ავტოფარეხების დემონტაჟი და მათ ადგილას საერთო სარგებლობის სივრცის მოწყობა მოსახლეობის სრული რაოდენობის სურვილით განხორციელდეს.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ დემონტაჟის მოწინააღმდეგეები თავიანთი უკანონო საკუთრების სასარგებლოდ, საზოგადოებრივი სივრცის მოწყობაზე უარს განაცხადებენ, შესაძლოა, საქმეში ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ჩაერთოს, რომელიც ავტოფარეხების დემონტაჟს უზრუნველყოფს.
მოსახლეობასთან მოლაპარაკება ამ წუთებშიც გრძელდება.

კომენტარი