წერეთლის გამზირის N99-ში, 17 ავტოფარეხის ადგილს მწვანე სივრცე დაიკავებს

წერეთლის გამზირის N99-ში, 17 ავტოფარეხის ადგილს მწვანე სივრცე დაიკავებს

236
გაზიარება

თბილისის დიდუბის რაიონში, კერძოდ წერეთლის გამზირის N99-ის შიდა ეზოში, 17 ავტოფარეხის ადგილას დასასვენებელი სკვერის მოწყობა გადაწყდა.
გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ დღეს, თბილისის მერ კახა კალაძესა და დიდუბის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან შეხვედრის შედეგად მიიღო.
კახა კალაძის განცხადებით, ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, სკვერის პროექტი ადგილობრივებთან დეტალურად შეთანხმდება და საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებული სივრცე მოსახლეობის სურვილისამებრ მოეწყობა.

კომენტარი