„ვარდების რევოლუციის“ მოედანს შესაძლოა, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს

„ვარდების რევოლუციის“ მოედანს შესაძლოა, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს

596
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოდის ინიციატივით, „ვარდების რევოლუციის“ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს.
როგორც “სითი კვირას” დედაქალაქის საკრებულოში განუცხადეს, აღნიშნულ ინიციატივას 2 მაისს თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილავენ. გარდა ამისა, კომისიის წევრები რიგი ქუჩებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ საზოგადო მოღვაწეთა სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელებენ.
“საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 26 მაისი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე ჩვენი ქვეყნის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.”-აცხადებენ საკრებულოში.

 

კომენტარი