ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ კორპუსთან შიდა ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ კორპუსთან შიდა ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

1321
გაზიარება

თბილისში, საბურთალოს რაიონში, კერძოდ, ვაშლიჯვარში, N12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შიდა ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “სითი კვირას” საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა ბორდიურები და იგება ასფალტის საფარი. აღნიშნულ მისამართზე, ასევე, მოეწყო საყრდენი კედელი.
მათივე ცნობით, სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

კომენტარი