ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის შეცვლას თბილისის მერი მხარს უჭერს

ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის შეცვლას თბილისის მერი მხარს უჭერს

311
გაზიარება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით, საკრებულოს ინიციატივას ეხმიანება და იმედოვნებს, რომ ამ იდეას  საზოგადოებაც მხარს დაუჭერს. კერძოდ, საუბარია, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში არსებული ვარდების რევოლუციის მოედნისთვის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედნის სახელის მინიჭებაზე.
„თბილისის საკრებულომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანს სახელი გადაერქმევა. მთლიანობაში 18 ლოკაცია დასახელდა. ერთ-ერთი გახლავთ ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება. ჩვენ ამ წამოწყებას, რა თქმა უნდა, მივესალმებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ინიციატივის განხილვისთვის 20-დღიანი ვადაა განსაზღვრული, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კომენტარი