სად მდებარეობს დოდო აბაშიძის სახელობის ქუჩა თბილისში

სად მდებარეობს დოდო აბაშიძის სახელობის ქუჩა თბილისში

1000
გაზიარება

ცნობილი ქართველი მსახიობისა და რეჟისორის, დოდო აბაშიძის სახელობის ქუჩა თბილისში 1990 წელს დაარსდა. ქუჩა ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს და დავით აღმაშენებლის გამზირიდან მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირომდე გრძელდება.
როგორც “სითი კვირას” თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში განუცხადეს, ქუჩა, რომელიც ცნობილი მსახიობის სახელს უკვე 28 წელია ატარებს, XIX საუკუნის II ნახევარში წარმოიქმნა და თავდაპირველად ფონის შესახვევი ეწოდა. ამ სახელწოდებით არის დატანილი 1867 წლის გენგეგმაზე.  შემდგომ წლებში ელექტრონის ქუჩა დაერქვა და ყოფილი პლეხანოვის პროსპექტზე გამავალ ტრამვაის ხაზს ქალაქის ტრამვაის ელექტროსადგურთან აკავშირებდა. თბილისის ქუჩების 1926 წლის ცნობარში კი ის  შეტანილია როგორც მეჩნიკოვის ქუჩა.
Opera Snapshot_2018-05-02_154825_www.facebook.com

კომენტარი