პირველი ელექტროავტობუსი უკვე თბილისშია და ხაზზე მომავალი კვირიდან გავა  

პირველი ელექტროავტობუსი უკვე თბილისშია და ხაზზე მომავალი კვირიდან გავა  

19216
გაზიარება

თბილისის მაცხოვრებლებს, მომავალი კვირის დასაწყისიდან, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, უხმაურო და კომფორტული თანამედროვე ელექტროავტობუსი მოემსახურება. ავტობუსი უკვე თბილისშია და ტექნიკურ შემოწმებას გადის.
როგორც „სითი კვირას“ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა, ავტობუსის სიგრძე 12 მეტრს აღემატება. ამჟამად ავტობუსი ირეცხება და წესრიგდება. მომდევნო კვირის დასაწყისიდან კი ხაზზე გავა.
“ზუსტ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ, სადაც აღწერილი იქნება დეტალები, თუ რომელ ხაზზე და რომელ საათებში იმუშავებს ელექტროავტობუსი”, – აცხადებს პატარაია.
მისივე ინფორმაციით, პროექტს “ფრეგობასი” ჩინურ კომპანიას ZTE -თან და გერმანულ EURABUS -თან ერთად ახორციელებს, ამ დროისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს, რომელიც 6-7 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა საინჟინრო სამუშაოებს.
ერთთვიანი ტექნიკური შემოწმების პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ, შესაძლოა საქართველოში ელექტროავტობუსების ამწყობი საწარმოს შექმნა გადაწყდეს. კომპანია “ფრეგობასი” ამ საკითხზე მოლაპარაკებებს მართავს თბილისის მერიასთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.

მარიამ გელაშვილი
31822252_2036540116374353_9156793438107074560_n 31841823_2036541183040913_392197030283313152_n 31842021_2036540513040980_2965932749069746176_n31911743_2036446926383672_5959301530183008256_n 31902084_2036447009716997_2732018917345067008_n

კომენტარი