ნავთლუღსა და ვაზისუბანში წყალკანალიზაციის ქსელებს შეცვლიან

ნავთლუღსა და ვაზისუბანში წყალკანალიზაციის ქსელებს შეცვლიან

413
გაზიარება

თბიულისის ისნის რაიონში – ნავთლუღსა და ვაზისუბანში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მოთხოვნის საფუძველზე, წყლისა და კანალიზაციის ქსელების შეცვლის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
როგორც “სითი კვირას” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელსაც რვა ამხანაგობის თავმჯდომარე ესწრებოდა.
შეხვედრაზე ახალი წესის შესაბამისად, ნავთლუღისა და ვაზისუბანის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებმა წესდება შეიმუშავეს და პრიორიტეტები განსაზღვრეს.
რაიონის გამგეობამ მომართვიანობის საფუძველზე, ტენდერის გზით, რვავე მისამართზე წყლისა და კანალიზაციის ქსელების შეცვლის სამუშაოების ჩასატარებლად, მწარმოებელი კომპანია გამოავლინა, ასევე შედგა წინასწარი ხარჯთაღრიცხვა, რის შესახებაც ამხანაგობებს ინფორმაცია მიეწოდათ.
შეხვედრაზე, აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებმა მათი წილის მობილიზებასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვეს.

კომენტარი