ცნობილი მხატვრების აქამდე უცნობი ნამუშევრები – ახალი გამოფენა “კოლექციონერი”

ცნობილი მხატვრების აქამდე უცნობი ნამუშევრები – ახალი გამოფენა “კოლექციონერი”

840
გაზიარება

გალერეა “სილქ ფაქტორი სტუდიო” და “ბაია გალერეა” დამთვალიერებელს, 8 მაისს, 18:00 საათზე იწვევს ახალ გამოფენაზე – “კოლექციონერი”.
როგორც გამოფენის ორგანიზატორები აცხადებენ, წარმოდგენილი იქნება ექსპოზიციები კერძო კოლექციებიდან, მეოცე საუკუნის ქართული ხელოვნების უნიკალური და კულტურული მემკვიდრეობის 130-ზე მეტი ნიმუში. ასევე ცნობილი მხატვრების აქამდე უცნობი ნამუშევრები, მათ შორის: ლადო გუდიაშვილის “ლოჟაში”, ელენე ახვლედიანის “ვაჭევი“, დავით კაკაბაძის “აბსტრაქცია”, სერგო ქობულაძის “გოგონა რტოთი” და სხვა.
​გამოფენა გაგრძელდება 30 მაისამდე. მისამართი მერაბ კოსტავას N59.

კომენტარი