დიდუბის რაიონი მინიფეხბურთში ჩემპიონატს იწყებს

დიდუბის რაიონი მინიფეხბურთში ჩემპიონატს იწყებს

372
გაზიარება

თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტულ ცენტრში – „იმედი“ – მინი ფეხბურთში რაიონული ტურნირი – „დიდუბე 2018“ – გაიმართება. როგორც “სითი კვირას” განუცხადეს, ტურნირში მონაწილეობის მიღება და გუნდის შექმნა შეუძლია დიდუბის რაიონში რეგისტრირებულ ან მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს.
თითოეულ გუნდში ფეხბურთელების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მოთამაშეს და არ უნდა იყოს 6-ზე ნაკლები.
ტურნირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დადგენილი წესდების მიხედვით ჩატარადება.

კომენტარი