თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

488
გაზიარება

თბილისის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, სარესტავრაციო სამუშაოები 18 მისამართზეა დაგეგმილი.
ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში სარდაფების გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოები, შენობების დაზიანებული ნაწილების დაშლა-გადაწყობის პროცესი და დაზიანებული შენობების კონსტრუქციული გამაგრება მიმდინარეობს. ასევე, ხდება ნაძერწი დეტალებისა და ხის ნაკეთობების აღდგენა-რესტავრაცია.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას დაექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. რეაბილიტაციის შემდეგ მთელ არეალზე მოეწყობა განათებები, დამონტაჟდება ქუჩის ინფრასტრუქტურა და ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ტერიტორიაზე მცხოვრებ 100-ზე მეტ ოჯახს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები.
​პროექტის თანახმად, 2019 წლის ბოლომდე, რესტავრირდება 100 წელზე მეტი ხნის ისტორიული ძეგლები.​სარეაბილიტაციო პროექტი თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს.

31950370_2097496893612426_5328013261193347072_n

კომენტარი