თემქაზე ძველი სპორტული მოედნების განახლებას და ახლის აშენებას ითხოვენ

თემქაზე ძველი სპორტული მოედნების განახლებას და ახლის აშენებას ითხოვენ

461
გაზიარება

თბილისის ერთ – ერთი გარეუბნის, თემქის მე -11 მიკრორაიონის პირველი კვარტლის მოსახლეობა სპორტული მოედნების განახლებას და ახლის მშენებლობას ითხოვს. როგორც “სითი კვირას” ადგილობრივებმა განუცხადეს, ძველი სპორტული მოედნები დიდიხანია მწყობრიდან გამოვიდა და ზოგიერთ მათგანზე თამაში ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა.
“მოედნებზე ხელოვნური საფარი დაზიანებულია, ბავშვებს ფაქტობრივად ბეტონზე უწევთ თამაში. დაცემის შემთხვევაში საკმაოდ ხშირია მძიმე დაზიანებები. საფრთხის შემცველია ღობეებიც, რითაც სტადიონებია შემოსაზღვრული. ისინი დიდიხანი  დაიხა და  შეჯახებისას არაერთი ბავშვი დაზიანდა. ჯერ რაიმე მძიმე შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა ამისგან არავინაა დაზღვეული”,- აცხადებენ ადგილობრივები.
მე – 11 მიკრორაიონის  პირველი კვარტლის მე-14, მე-13 და მე-15 კორპუსის ახალგაზდობა აღნინული კორპუსების  ახლოს მდებარე თვისუფალ სივრცეზე ახალი სტადიონის მშენებლობასაც ითხოვს. მათი თქმით, უკვე არსებული სტადიონებიდან  თითქმის ყველა საჯარო და კერძო სკოლების დაქვემდებარებაშია და სათამაშო დროის გამოყოფასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციასთან პრობლემები ექმნებათ. ახალგაზრდების განცხადებით, კარგი იქნება თუ სტადიონების მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებლობა გარკვეულ პირებს ან პირთა ჯგუფს დაეკისრება.
როგორც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში განმარტავენ, ზღვის უბნის მე-11 მ/რ-ის პირველ კვარტალში არსებული მოედნის რეაბილიტაცია კონტრაქტორ კომპანიას უკვე დაევალა და შესაბამისად, სამუშაოები მალე დაიწყება. საუბარია კლინიკა “ღია გულსა” და ბავშვთა საავადმყოფოს შორის მდებარე მოედანზე, რომელიც სრულად განახლდება.
რაც შეეხება, მოსახლეობის სურვილისამებრ, ახალი სტადიონის მშენებლობას, გამგეობის რეკომენდაციით, ადგილობრივებმა შესაბამისი შინაარსის კოლექტიური წერილი უნდა დაწერონ.
“ახალი სტადიონის მოწყობა, ზოგადად, შესაძლებელია, თუმცა მიმდინარე წელს ეს ვერ მოხერხედება, რადგან პროექტები ბიუჯეტის რესურსის მიხედვით იგეგმება. ამ ეტაპზე, ძირითადად, არსებული მოედნების განახლებაზე ვმუშობთ, რომელთა რიცხვიც ჯერ ისევ დიდია”- აცხადებენ გამგეობაში და აღნიშნავენ, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე, არსებულის რეაბილიტაციის პარალელურად, რამდენიმე ახალი სტადიონიც მოეწყო.

download

კომენტარი