დედაქალაქის საკრებულოში ანდრო კანდელაკის ნამუშევრები გამოიფინა

დედაქალაქის საკრებულოში ანდრო კანდელაკის ნამუშევრები გამოიფინა

393
გაზიარება

მეორე მსოფლიო ომის დასრულების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მეორე მსოფლიო ომის თემაზე მხატვარ ანდრო კანდელაკის მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გამოფენაზე აღნიშნა, საკრებულოსთვის ასეთი გამოფენის მასპინძლობა დიდი პატივია.
„9 მაისი დიდი გამარჯვების დღეა. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებით მივაგებთ პატივს ამ თარიღს. ძალიან საინტერესო ფორმატია და მოხარული ვარ, რომ სწორედ საკრებულო მასპინძლობს ამ გამოფენას,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას ინიციატივით ჩატარდა და მას  გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, მხატვარ ანდრო კანდელაკის შვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„მეორე მსოფლიო ომში საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო. გადავწყვიტეთ, ეს გამოფენა მიგვეძღვნა ყველა გმირისთვის, ვინც ამ ომში იბრძოდა,“- აღნიშნა მარიკა დარჩიამ.
ანდრო კანდელაკი ქართველი მხატვარი, ილუსტრატორი, ომის მხატვარი და კარიკატურისტი ოყო. ის მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი 20-მდე ნამუშევარი სწორედ ომის პერიოდში არის შესრულებული.

კომენტარი