ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება დროებით იზღუდება

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება დროებით იზღუდება

449
გაზიარება

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანება 6 თვით აიკრძალა. გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 4 მაისის სხდომაზე მიიღო. როგორც საკრებულოში „სითი კვირას“ განუცხადეს, შეზღუდვა არ ვრცელდება  საცხოვრებელ ზონებზე.
„შეზღუდვა არ ვრცელდება საცხოვრებელ ზონებზე, რომლებისთვისაც დამუშავებულია „ჩარჩო გეგმა“ და რომელთა ფარგლებშიც გათვალისწინებულია განაშენიანების რეგულირებისა და განაშენიანების სავალდებულო ხაზები მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც გამოყოფილია კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის. შეზღუდვა არ ვრცელდება მშენებარე შენობა-ნაგებობის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მცირედ კორექტირებაზე ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე, რომლის მშენებლობა განხორციელებულია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე“ – აცხადებენ საკრებულოში.

კომენტარი