როგორი იყო და უნდა ყოფილიყო „ვირის ხიდი“ – პროექტი, რომელიც დავიწყებას მიეცა...

როგორი იყო და უნდა ყოფილიყო „ვირის ხიდი“ – პროექტი, რომელიც დავიწყებას მიეცა (ფოტოკოლაჟი)

1918
გაზიარება

მე-20 საუკუნის დასაწყისში, თბილისის ორ ისტორიულ უბანს, – კალას ისანთან, –  ე.წ.ვირის ხიდი აკავშირებდა.  ეს იყო საფეხმავლო ხიდი, რომელზეც ორთაჭალის ბაღებიდან წამოღებულ  ხილ-ბოსტნეულს ვირებით ეზიდებოდნენ. შესაბამისად, ხიდსაც ვირის ხიდი შეარქვეს. საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1951 წელს ხიდი დაანგრიეს. მის ადგილას ახლანდელი მეტეხის ხიდი აშენდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მაშინ, როცა თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო, ვირის ხიდის აღდგენა გადაწყვიტეს. შემუშავდა პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, კომპანია „არსს“ უნდა განეხორციელებინა. მოგვიანებით, სხვადასხვა გარემოების გამო პროექტის განხორციელებაზე უარი ითქვა.  როგორი იყო და როგორი უნდა ყოფილიყო ვირის ხიდი? „სითი კვირას“  ფოტოკოლაჟი.

კომენტარი