დაუმორჩილებელი ვერე – წყალდიდობების ისტორია თბილისში

დაუმორჩილებელი ვერე – წყალდიდობების ისტორია თბილისში

774
გაზიარება

თბილისის რელიეფიდან და ლანდშაფტიდან გამომდინარე, წყალდიდობები საქართველოს დედაქალაქში არცთუ იშვიათი მოვლენაა. მდინარე მტკვარი და მისი შენაკადაები: ვერე, წავკისის წყალი და ავაანაანთ ხევი არაერთი სტიქიური უბედურების მიზეზი გამხდარა.
ისტორიული წყაროების მიხედვით პირველი წყალდიდობა თბილისში 1895 წელს მოხდა. როგორ განვითადრა მაშინ მოვლენები უცნობია, თუმცა შემორჩა ფოტო,რომელზეც სწორედ 1895 წლის წყალდიდობაა ასახული.
წყალდიდობები თბილისში ძირითადად გაზაფხულის მიწურულს და ზაფხულის დასაწყისში ხდებოდა. ყველაზე დიდ პრობლემებს დედაქალაქს მდინარე ვერე უქმნიდა.  1924 წლის 13 ივნისს, ხანგრძლივი წვიმებით ადიდებულმა მდინარე ვერემ ქალაქის ინფრასტრუქტურა სერიოზულად დააზარალა. განსაკუთრებული ზარალი ვერემ თბილისს 1940 წლის 10 მაისს მიაყენა. როგორც ირკვევა, წყალდიდობის შედეგად დაზიანდა კერძო მფლობელთა 978 სახლი,მათ შორის 147 სრულიად განადგურდა. საერთო ჯამში, იმ დღეს თბილისში, 2451 შენობა – ნაგებობა დაზიანდა, 175 სრულიად განადგურდა. ზარალი მიადგა ქალაქის ტრანსპორტს – ტრამვაისა და ტროლეიბუსების პარკს.
1960 წლის 4 ივლისი, ისევ მდინარე ვერე. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილი წყლის ნაკადი თავისი სიმძლავრით ბევრად აღემატებოდა 1940 წლის 10 მაისის წყალდიდობის დროს მოვარდნილ ნაკადს. ამ დღეს ყველაზე მეტად თბილისის ზოოპარკი დაზარალდა. შემდეგ იყო 1972 წლის 7 ივნისი. ვერეს ადიდებას ისევ მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობისგან  განსხვავებით, მაშინ „მთავარი გმირი“ სპილო გახდა,რომელიც ზოოპარკიდან გაიქცა.
ბოლო, ყველაზე მასშტაბური და დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიის შემოტევას იმ დღეს 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაზარალდა 239 ოჯახი და  1041 ფიზიკური პირი. სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზიანმა 200 მლნ ლარი შეადგინა.

tbilisi-zoo-flood-lionк 294_cover maxresdefault e18391e18390e18396e183a0e18398e183a1-e1839be1839de18394e18393e18390e1839ce18398-e183a0e18398e183a7e18394e18396e18394 a38685 232112665 11418340_10204129448068071_756099690_n

epa04798534 A handout picture provided by the Georgian Prime Minister's press office shows a runaway bear sitting on the window of the second floor of a building on the flooded street in Tbilisi, Georgia, 14 June 2015. At least eight people have died due to severe flooding in the capital of Georgia, local media reported. Portions of the city's zoo were destroyed, allowing many animals - including six tigers, six lions and eight bears - to break free of their enclosures and roam the streets of Tbilisi. Police have shot dead several animals over safety concerns, with six wolves killed at a children's hospital, according to broadcaster Rustavi 2. EPA/BESO GULASHVILI/GEORGIAN PRIME MINISTER'S PRESS SERVICE/HANDOUT HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES

1893-flood-6 1

კომენტარი