დედაქალაქის 9 რაიონში დღეს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

დედაქალაქის 9 რაიონში დღეს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

425
გაზიარება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14 მაისს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც “სითი კვირას” კომპანია “თელასში” განუცხადეს, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
საბურთალოს რაიონი
სოფელი ზურგოვანას, დიღმის სასწავლო მეურნობის,  აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ფარნავაზის გამზირის, პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, ონიაშვილის, მეგრელიშვილის, ჯანო ბაგრატიონის, ვახტანგ ჩიქოვანის, ინტენსიფიკაციის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, ასათიანის, ნუცუბიძის, ჯებაშვილის, ზემო დელისის, დელისის, კამანის, ზაქარიაძის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 17 საათამდე;
დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 13 საათამდე;
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 17 საათამდე;
ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და  ოთარ ჭილაძის ქუჩის მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 16 საათამდე;
ცაგარელის ქუჩის მაცხოვრებლებს – 12 საათიდან 15 საათამდე.
დიდუბის რაიონი
თამარ მეფის გამზირის, თევდორე მღვდლის, ახმეტელის და ბელიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
სამგორის რაიონი
საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების II  მიკრორაიონის, ლილოს დასახლების II, V კვარტლების, ფრანგულიანის, ღლონტის, ტყემალაძის და ორახელაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 17 საათამდე.
კრწანისის რაიონი
იეთიმ გურჯის, ჩიკვაიძის, ავლევის, ვერცხლის და ველისციხის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
მთაწმინდის რაიონი
რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის, ლაღიძის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, თაბუკაშვილის, კეკელიძის, ჭანტურიას, ალტქსანდრე ჭავჭავაძის, ასათიანის და ვირსალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
გლდანის რაიონი
გლდანის I  მიკრორაიონის და ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
ვაკის რაიონი
ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
ნაძალადევის რაიონი
გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს – 12 საათიდან 14 საათამდე.
ისნის რაიონი
ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს – 10:30 საათიდან 18 საათამდე.


კომენტარი