თბილისის რამდენიმე რაიონში 15 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონში 15 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

804
გაზიარება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 15 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც “სითი კვირას” კომპანია “თელასში” განუცხადეს, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
საბურთალოს რაიონი
აფაქიძის, ალექსიძის, კვერნაძის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე;
ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III, IV, V მიკრორაიონების, ბესარიონ ჟღენტის, პაბლო პიკასოს, შალვა ნუცუბიძის და მარგიანის  ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 17 საათამდე;
დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელი დიღმის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 13 საათამდე;
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის I შესახვევის, პეტრე ქავთარაძის, ნადირაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 16 საათამდე;
აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 15 საათამდე.
ჩუღურეთის რაიონი
უზნაძის ქუჩის მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
სამგორის რაიონი
კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების,  საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, ორხევის დასახლების, ორხევის საწარმოო ზონის, ვაჟა ბანეთიშვილის, წუწუნავას, დავით კაკაბაძის, გოკიელის,  სააკაძის, თენგიზ ჩანტლაძის, ესენინის, მუხაძის, მერაბ კოსტავას, ფიროსმანის, ახვლედიანის, აბზიანიძის, პეტრიწის და ამირანაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 17 საათამდე.
კრწანისის რაიონი
რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, სადგურის, ვაგზლის, ნიშნიანიძის, გორგასლის (ნაწილობრივ) და მარნეულის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე;
გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს – 13:30 საათიდან 16 საათამდე.
მთაწმინდის რაიონი
კოჯრის ახალი გზატკეცილის და მარო მაყაშვილის ჩიხის მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე;
რესპუბლიკის მოედნის  მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 13 საათამდე.
გლდანის რაიონი
გლდანის მასივის V, VI, VII მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
ვაკის რაიონი
ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
ისნის რაიონი
ვაზისუბნის II და IIა  მიკრორაიონების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.

კომენტარი