მუხიანში, 13 მისამართზე მცირე ზომის სკვერებს აწყობენ

მუხიანში, 13 მისამართზე მცირე ზომის სკვერებს აწყობენ

61
გაზიარება

გლდანის რაიონში, კერძოდ, მუხიანში, პირველი მ/რ-ის N12 კორპუსის მიმდებარედ და კიდევ 12 მისამართზე მცირე ზომის სკვერებს აწყობენ. როგორც “სითი კვირას” გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოების ფარგლებში, ბავშვებისთვის გასართობი ზონა და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. კერძოდ, განთავსდება კაუჩუკის საფარი და სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი. ასევე, მოეწყობა სკვერში მისასვლელი ბილიკები.
აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელთაც შპს „ჩვენი ჯგუფი“ აგვისტოს დასაწყისში დაასრულებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 230 481 ლარი გამოიყოფა.
მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

კომენტარი