26 მაისს თბილისს 7 პრეზიდენტი ეწვევა

26 მაისს თბილისს 7 პრეზიდენტი ეწვევა

365
გაზიარება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილოების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.
“ეს არის უპრეცედენტო ფაქტი. ასეთი რამ საქართველოში ნამდვილად არასდროს მომხდარა. ერთდროულად ასეთი ტიპის მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში არასდროს ჩამოსულან. ამ კუთხით  გამორჩეული იქნება 26 მაისი”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისს საქართველოში ფუძნდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი ეკონომიკური ფორუმის, კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ბრენდი., რომელიც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ევროპელ ინვესტორებში საქართველოს პოპულარიზაციას.
“ეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელებული პროექტია და ამ ფორუმს ასევე, 26 მაისს, საზეიმო ვითარებაში გახსნიან საქართველოს, პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტები და საქართველოს პრემიერმინისტრი”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

კომენტარი