გლდანის სასწავლო დაწესებულებებთან “მწოლიარე პოლიციელებს” ამონტაჟებენ

გლდანის სასწავლო დაწესებულებებთან “მწოლიარე პოლიციელებს” ამონტაჟებენ

145
გაზიარება

გლდანში სასწავლო დაწესებულებებთან, სკვერებთან და საცხოვრებელ კორპუსებთან სიჩქარის იძულებითი შემცირების ხელოვნური ბორცვების, ე.წ.  “მწოლიარე პოლიციელების” მონტაჟი მიმდინარეობს. როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, დღეს ბორცვები განთავსდა N35 ბაგა-ბაღთან, N39, N69, N79 და N191 საჯარო სკოლებთან, ასევე, მე-7 მიკრორაიონის N16 კორპუსთან და მე-5 მიკრორაიონის N13 კორპუსთან არსებული სკვერის სიახლოვეს.
მათივე ცნობით, ორი დღის განმავლობაში ბორცვები დამონტაჟდება N177 სკოლასთან და მე-3 მიკრორაიონის N88 კორპუსთან.

კომენტარი