თბილისის მერია წლის ბოლომდე ინფრასტრუქტურისთვის 30 მილიონს დახარჯავს

თბილისის მერია წლის ბოლომდე ინფრასტრუქტურისთვის 30 მილიონს დახარჯავს

139
გაზიარება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, 30 მილიონი ლარი გამოიყოფა.
დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს, აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დამატებითი ფინანსური რესურსი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.
„სახელმწიფო ბიუჯეტში გამოინახა შესაძლებლობა, რომ მერიას უახლოეს დღეებში, დამატებით, 30 მლნ ლარი გადმოეცეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა, რომლითაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს აღნიშნული თანხის მიმდინარე წლის ბოლომდე ათვისება სთხოვა.
„თანხა მომდევნო ორი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იყო განსაზღვრული, მაგრამ მოგვეცა საშუალება, რომ თანხა წელსვე ავითვისოთ. მომავალ წელს ეს 30 მლნ, რომელიც ბიუჯეტი აისახება, სპორტული კომპლექსების მშენებლობაზე დაიხარჯება, რაც, ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია“, – განმარტა დედაქალაქის მერმა.

კომენტარი