თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, 3 ლოკაცია დაინტერესებულ კომპანიებს 1 ლარად გადაეცემა

თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, 3 ლოკაცია დაინტერესებულ კომპანიებს 1 ლარად გადაეცემა

228
გაზიარება

დედაქალაქში მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, დაინტერესებულ კერძო კომპანიებს სამი ლოკაცია სიმბოლურ ფასად –  1 ლარად – გადაეცემა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სამივე ლოკაციაზე, დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი, ხოლო ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს ის კომპანია, რომელიც მუნიციპალიტეტს მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს.
კალაძის განმარტებით, აღნიშნული ლოკაციები გეგეშიძის ბაღს, რკინიგზის სადგურსა და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიას გულისხმობს.
თბილისის მერმა ბიზნესსექტორს მოუწოდა, დაინტერესდეს აღნიშნული შესაძლებლობით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ქალაქის საკეთილდღეოდ იმუშაოს.

კომენტარი