მერია სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების საკითხის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს

მერია სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების საკითხის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს

316
გაზიარება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძესა და თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, მამუკა მუმლაძეს სთხოვა, სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების საკითხის მოგვარებაზე მუშაობა დღესვე დაიწყონ.
მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ზაფხულის სეზონის დადგომამდე უნდა მოგვარდეს, რათა მგზავრებს კომფორტულად გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ.
„გავალებთ, რომ ე.წ. ყვითელი ავტობუსების კომპანიის მფლობელებთან მოლაპარაკებები დაიწყოთ, რომ ზაფხულში კონდიცირების პრობლემა მოგვარდეს, რათა მერსა და მერიას განმარტებების გაკეთება და მითითებების მიცემა არ დასჭირდეს და მოქალაქეებმა, ელემენტარულად, კომფორტულად შეძლონ მგზავრობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებები დროულად უნდა დაიწყოს.
„გავალებთ, რომ დღესვე დაიწყოთ მოლაპარაკებები კომპანიასთან, რათა აღნიშნული პრობლემა სალაპარაკო არ გახდეს. მათ აქვთ დრო და არის შესაძლებლობა იმისა, რომ მგზავრები კომფორტულ გარემოში გადაადგილდნენ.“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარი