სამგორის ქუჩაზე მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

სამგორის ქუჩაზე მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

159
გაზიარება

სამგორის ქუჩის N16-ში მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად – გადაეცემა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მოქალაქეებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათი დაკანონების შესაძლებლობა მიეცემათ.
„ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ ადამიანებს ფართების დაკანონების საშუალება მიეცემოდათ, სადაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ. ჩვენ ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ამ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა, ყველას დავეხმარებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარი