სახალისო ტოპონიმიკა – თბილისის ქუჩები

სახალისო ტოპონიმიკა – თბილისის ქუჩები

1242
გაზიარება

საქართველოს დედაქალაქში 1100-ზე მეტი ქუჩაა, შესაბამისად, მრავალფეროვანია მათი სახელწოდებებიც. თბილისის რუკაზე შეგვიძლია ვიხილოთ როგორც სოციალისტური რეალიზმის ამსახველი სახელწოდებები, ასევე პოლონეთის  და აშშ-ს პრეზიდენტების სახელობის ქუჩები. გთავაზობთ რამდენიმე ქუჩას, რომელთა სახელწოდებებიც საკმაოდ სახალისოდ ჟღერს და ვფიქრობთ, რომ “სითი კვირას” მკითხველსაც დააინტერესებს.

ბნელი ქუჩა

ამ სახელწოდების ტოპონიმი შეგვიძლია, ვიხილოთ ძველ თბილისში, კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ გავითვალისწინებთ აქ არსებული ქუჩების სივიწროვეს,  მაშინ გასაგებია  რატომ დაერქვა ამ ქუჩას ასე.

1

გოგირდის ქუჩა

თბილისი რომ გოგირდოვანი წყლებით მდიდარია, ამის შესახებ არავინ კამათობს, პირიქით – ქალაქში აბანოს ქუჩის ახლოს სწორედ პერიოდული ცხრილის მეთექვსმეტე ელემენტის მოსახელე მდებარეობს.

2

დოქის ქუჩა

არც იმაზე დავობს არავინ, საქართველო ღვინის ქვეყანა რომაა. თბილისში ამ სითხესთან დაკავშირებული ქუჩებიც არსებობს: ღვინის ქუჩა, ღვინის აღმართი და რა თქმა უნდა, დოქის ქუჩაც.

3

ვარდის ქუჩა

ნუ გეგონებათ, რომ ეს ქუჩა თბილისში 2003 წლის შემდეგ გამოჩნდა…

4

მიტინგის ქუჩა

მე თუ მკითხავთ, ეს სახელი რუსთაველის პროსპექტს უფრო შეეფერება, მაგრამ გასაბჭოებამდე რევოლუციური საქმიანობა თბილისის პროლეტარულ უბნებში, ამ შემთხვევაში – ნაძალადევში უფრო აქტიური იყო.

5

საყვირის ქუჩა

ჩვენი კომუნისტური წარსულის კიდევ ერთი ნაშთი: საყვირი პიონერული მოძრაობის განუყოფელი ატრიბუტია, შესაბამისად, მან საკუთარი საპატიო ადგილი თბილისის რუკაზეც იპოვა.

6

ტყეკულტურის და ტყის ქუჩები

კიდევ ერთი სოციალისტური ბარბარიზმი, რომელიც ვერაფრით ჯდება ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში, თუმცა ვინ რას დაგიდევდათ – მთავარი ხომ იდეა გახლდათ.

7

რაც შეეხება ტყეს, ეს პატარა ქუჩა შეგიძლიათ მთაწმინდაზე იხილოთ.

9

ფიზკულტურის ქუჩა

პროლეტარიატის დიქტატურა მოქალაქეთა კარგ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნას დიდ ყურადღებას უთმობდა და ეს მხოლოდ ГТУ-ს ნორმების ყოველწლიურ ჩაბარებაში არ გამოიხატებოდა.

11

შხეფის ქუჩა

ტოპონიმი, რომლის წამოშობა და თბილისის რუკაზე მოხვედრის მიზეზი ალბათ დიდი ხანი დარჩება გამოცანად.

14

წყარო : fmagellan.wordpress.com

კომენტარი