$1,2 მილიონი 1კგ. ჩაიში – როგორია ჩაის ყველაზე ძვირფასი ჯიშების ხუთეული

$1,2 მილიონი 1კგ. ჩაიში – როგორია ჩაის ყველაზე ძვირფასი ჯიშების ხუთეული

886
გაზიარება

ჩაი, წყლის შემდეგ ყველაზე პოპულარული სასმელია მსოფლიოში. დათვლილია, რომ ყოველდღიურად მსოფლიოში 3 მილიარდი ფინჯანი ჩაი ისმევა.ჩაის კულტურა დასაბამს ჩინეთიდან იღებს. ჩაის უმთავრესი მწარმოებლები დღეს ჩინეთი, ინდოეთი და შრი-ლანკაა. გურმანებიც ძირითადად, სწორედ ამ ქვეყნების პროდუქტს ეტანებიან, თუმცა არსებობს ჩაის ისეთი უნიკალური სახეობები, რომლებზეც ბევრს წარმოდგენაც არა აქვს, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს.
Da-Hong Pao, ანუ „დიდი წითელი მანტია“, ასე ჰქვია იშვიათი ჩინური ჩაის ნაირსახეობას, რომელიც დასაბამს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ინის დინასტიის იმპერატორების მმართველობისას იღებს. როგორც  ლეგენდა გადმოგვცემს, იმპერატორის ავადმყოფი დედა სწორედ ამ ჩაიმ განკურნა.  Wuyi -ის მთაზე,  იმპერატორის წარგზავნილებმა ჩაის 4 ბუჩქს მიაკვლიეს, რომელთაგან სამი დღემდე შემონახულია. სამივე ბუჩქი ჩინეთის ნაციონალურ სიმდიდრედაა აღიარებული. სამკურნალო თვისებების მქონე  1კგ. Da-Hong Pao 1,2 მილიონი დოლარი ღირს, თუმცა ღია გაყიდვაში ამ სახეობის ჩაის ვერსად წააწყდებით.

44

მილიონები არა, მაგრამ რამდენიმე ათასი  დოლარი ნამდვილად ღირს, PG Tips-ის სახელწოდებით ცნობილი ჩაი, რომელსაც ამავე სახელწოდების ბრიტანული კომპანია აწარმოებს. 2005 წელს, 75 წლის იუბილეზე, კომპანიამ ერთჯერად,  ბრილიანტის თვლებით მორთულ პაკეტებში დაფასოებული ჩაი გამოუშვა. თვითოეული ასეთი პაკეტი 15 ათასი დოლარი ღირს

666

არანაკლებ ძვირია ჩაი, სახელწოდებით, Panda Dung რაც სიტყვასიტყვით „პანდას ფეკალიებს“ ნიშნავს. ამ ჩაის სიძვირეც, ფაქტობრივად სწორედ მის დასახელებასთან არის პირდაპირ კავშირში. როგორც ცნობილია, პანდა ბანბუკით იკვებება, მათი ორგანიზმი მიღებული საკვების მხოლოდ 30%-ს ითვისებს, დანარჩენი ექსკრემენტების სახით გამოიყოფა. სწორედ ეს ექსკრემენტები გამოიყენება, იმ ნიადაგის გასანოყიერებლად, სადაც  Panda Dung -ი მოჰყავთ. Panda Dung-ის კულტივაცია სიჩუანის პროვინციაში, იანის მთაზე ხდება. 1 კილოგრამ ასეთ ჩაიში, მომხმარებელი მზადაა 70 ათასი დოლარი გადაიხადოს.

888

2013 წელს ჰონკონგის ერთ-ერთ ცნობილ აუქციონზე, იშვიათი ჩაის 20 კილოგრამიანმა ლითონის ყუთმა, დამსწრე საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. ჩინეთის პროვინცია Fujian-ში, მთა Wuy-ზე მოკრეფილ ჩაის ფოთლებში მყიდველმა 130 ათასი, ანუ კილოგრამში 6500 დოლარი გადაიხადა.

333

ნახევრადფერმენტირებული, შავი და მწვანე ჯიშების ნაზავი, Tieguanyin-ის სამშობლოც ჩინეთია. ჩაი წაბლის არომატით ფუძიამის პროვინციაში, მე-19 საუკუნიდან მოჰყავთ. სასმელის დამზადების ტექნოლოგია საკმაოდ რთულია და დაახლოებით 10 ეტაპს მოიცავს. სწორედ ეს არი ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ერთი კილოგრამი Tieguanyin ბაზარზე 3000 დოლარი ღირს.

555

კომენტარი