მაშინ, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, ჰაერში 4 ათასი საჰაერო ხომალდი იმყოფება. მსოფლიოში სულ 40 ათასი აეროპორტია რეგისტრირებული. ყველაზე მეტი, 14 900 აეროპორტი აშშ-ია. მეორე ადგილზე ბრაზილიაა 4 100 აეროპორტით, მესამეზე- მექსიკა, სადაც 1 800 აეროპორტია აშენებული.
ყველაზე გადატვირთული აეროპორტი აშშ-ი, კერძოდ ატლანტაში მდებარეობს. ყოველწლიურად, ატლანტის აეროპორტი 90 მილიონ მგზავრს ემსახურება. მეორეზე მოსკოვის დემოდედოვოა, რომელიც ყოველწლიურად 33 მილიონ ადამიანს უწევს მომსახურებას.
უკვე დიდიხანია, აეროპორტები მხოლოდ ტექნიკური მომსახურების სივრცე აღარ არის. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და პრიმიტიული მოსაცდელი დარბაზები, ფაქტობრივად არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშებად ტრანსფორმირდა. ამაში თავად დარწმუნდებით, თუ „სითი კვირას“ მიერ მომზადებულ ფოტოკოლაჟს გაეცნობით.
ტიბეტი – იადინ დაოჩენი.
ჩინეთი – გუანდონი.
ახალი ზელანდია – ველინგტონი.
აშშ – დენვერი.
ურუგვაი – მონტევიდეო.
თურქმენეთი – აშხაბადი
გერმანია – მიუნხენი.
ყატარი – დოჰა.
აშშ – პალმ სპრინგსი.
მაროკო -მარაკეში.
აშშ – ჩიკაგო.
ესპანეთი -მადრიდი.
სამხრეთ კორეა – ინჩხოი.