მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ გაჩერებულია

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ გაჩერებულია

230
გაზიარება

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დროებით დაიხურა, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, ამ ეტაპზე, ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის გაიხსნება მეტროსადგური.
მათივე ცნობით, დანარჩენი მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
დღეს მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიას აპროტესტებენ.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე „ქართული მარშისა“ და „ქართული იდეის“ წარმომადგენლები არიან შეკრებილები.

კომენტარი