როდის დაიწყება მუხიანში რადიოქალაქის მშენებლობა, უცნობია

როდის დაიწყება მუხიანში რადიოქალაქის მშენებლობა, უცნობია

111
გაზიარება

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, მუხიანში, 102 000 კვადრატული მეტრის ფართობზე მრავალფუნქციური კომპლექსის – რადიოქალაქის აშენება იგეგმება. პროექტის პრეზენტაცია, თბილისის მერმა კახა კალაძემ, წინა საარჩევნო  კამპანიისას, სწორედ რადიოქარხნის ყოფილ შენობაში გამართა.
როგორც თბილისის მერიაში „სითი კვირას“ განუცხადეს, პროექტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არანაირი ღონისძიება არ იგეგმება.
პროექტის თანახმად, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 10 ჰექტარზეა გადაჭიმული,  მწვანე ზონები, შემეცნებითი და საგანმანათლებლო სივრცეები, სპორტულ-გამაჯანსღებელი ცენტრი და კაფე-ბარები უნდა მოეწყოს.

ავტორი : მარიამ გელაშვილი

კომენტარი