ცხვარი, როგორც თბილისური “სტრიტარტის” სიმბოლო

ცხვარი, როგორც თბილისური “სტრიტარტის” სიმბოლო

362
გაზიარება

ქუჩის ხელოვნება ანუ “სტრიტარტი”, მეტწილად, სოციალურ-პოლიტიკურ, გნებავთ, იდეოლოგიურ შინაარსს ატარებს. ზოგჯერ ეს, უბრალოდ, მხატვრის ხელწერა, ლამაზი პეიზაჟი ან ქვაზე გადმოტანილი არქიტექტურის ნიმუშია, თუმცა, ასეა თუ ისე, “სტრიტარტი”, კულტურათა შორის არსებული განსხვავებების წყალობით, მრავალფეროვანია.
ამ მხრივ, თბილისური “სტრიტარტიც” საინტერესოა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქის ახალმა ხელმძღვანელობამაც დაუთმო. თბილისის ქუჩებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატული კედლებიდან შეიძლება იმ გამოსახულებების გამორჩევა, რომლებიც სხვადასხვა ადგილას აუცილებლად მიიქცევდა თქვენს ყურადღებას. ასეთი ნახატი დედაქალაქის ქუჩებში არაერთია, თუმცა ამჟამად გვინდა, თქვენი ყურადღება ერთ კონკრეტულ სიმბოლოზე გავამახვილოთ, რომელიც, ფაქტობრივად, თბილისური ქუჩის მხატვრობის სახასიათო ნიშანი გახდა. ეს გახლავთ ცხვარი, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა კონტექსტშია გამოსახული. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რისი თქმა სურს “ცხვრების” ავტორსა თუ ავტორებს, სიმბოლურად, ვის ან რას განასახიერებს ნახატების მთავარი პერსონაჟი, ასე რომ,  დასკვნას, ალბათ, თავად უკეთ გამოიტანთ. ჩვენ კი გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება.

კომენტარი