დედაქალაქში დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

დედაქალაქში დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

170
გაზიარება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 18 მაისს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც “სითი კვირას” კომპანია “თელასში” განუცხადეს, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
გლდანის რაიონი
სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე;
მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 12 საათიდან 15 საათამდე.
საბურთალოს რაიონი
სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე;
ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ),  მიხეილ თამარაშვილის, უნივერსიტეტის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 17 საათამდე;
უცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ფერმწერთა ქუჩის მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 12 საათამდე;
იოსებიძის, ხვიჩიას, კოსტავას და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 18 საათამდე.
სამგორის რაიონი
ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ენუქიძის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის (ორხევი), გახოკიძის, თვალჭრელიძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე;
საქნავთის დასახლების, ლილოს დასახლების, ფეიქართა (ნაწილობრივ) და არსენ მეკოკიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 17 საათამდე;
ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მებაღეობის, ალადასტურის, ჭიჭინაძის, ქიზიყის, რაზიკაშვილის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 15 საათამდე.
ვაკის რაიონი
თამარაშვილის და წყნეთის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
დიდუბის რაიონი
აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ),  თევდორე მღვდლის, ფიფიების, გორის, ვორონინის, ცაბაძის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ზუგდიდის, სოხუმის და ევდოშვილის   ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე;
აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და დიდუბის II შესახვევის მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 14 საათამდე.
დიდგორის რაიონი
სოფელი შინდისის, ტაბახმელას (ნაწილობრივ) და ოქროყანის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე;
სოფელი წავკისის, შინდისის (ნაწილობრივ) და  ტაბახმელას (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 17 საათამდე.
კრწანისის რაიონი
კოტე აფხაზის, კალისტრატე ცინცაძის, ავლევის, ყავლაშვილის, ვერცხლის, დიუმას და ოქრომჭედლების ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
ისნის რაიონი
მოსკოვის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მეველეს და 300 არაგველის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10:30 საათიდან 18 საათამდე.
კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 11:30 საათიდან 15 საათამდე.
მთაწმინდის რაიონი
მელიქიშვილის, კოსტავას, ნიკო ნიკოლაძის და ქიაჩელის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 17 საათამდე.
ჩუღურეთის რაიონი
მარჯანიშვილის, უზნაძის და უშანგი ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.

კომენტარი