წერეთლის 99-ში ავფტოფარეხების დემონტაჟი დაიწყეს

წერეთლის 99-ში ავფტოფარეხების დემონტაჟი დაიწყეს

924
გაზიარება

დიდუბის რაიონში, წერეთლის 99-ში მდებარე შიდა ეზოში ძველი, უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 17 ავტოფარეხის ადგილას დასასვენებელი სკვერის მოწყობა გადაწყდა.
გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ თბილისის მერ კახა კალაძესა და დიდუბის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან შეხვედრის შედეგად მიიღო.
ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ სკვერის პროექტი ადგილობრივებთან დეტალურად შეთანხმდება და საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებული სივრცე მოსახლეობის სურვილისამებრ მოეწყობა.

კომენტარი