ოთახის ტემპერატურა მსოფლოს სხვადასხვა ქალაქებში – ვინ როგორ თბება ზამთარში

ოთახის ტემპერატურა მსოფლოს სხვადასხვა ქალაქებში – ვინ როგორ თბება ზამთარში

234
გაზიარება

ჩვენ ყველა განვსხვავდებით. ზოგს მოსწონს როცა ოთახში თბილა, ზოგისთვის უფრო მოსახერხებელია როცა ახალგაღვიძებულს ოთახში ერთგვარი სუსხი ხვდება.  „სითი კვირა“ დაინტერესდა, სად როგორ ტემპერატურას ანიჭებენ უპირატესობას.

იაპონია -10 გრადუსი.

იაპონიის უმეტეს ნაწილში საკმაოდ მკაცრი ზამთარი იცის, თუმცა ფაქტია რომ იაპონურ ქალაქებში ცენტრალური გათბობის სისტემა ფაქტობრივად არ აქვთ. იაპონელები ძირითადად ელექტროგამათბობლებით თბებიან. მათ განკარგულებაშია,  ასევე, მუდმივი დენის წყაროსთან მიერთებული ან ელემენტებით აღჭურვილი სპეციალური პლედები და ხალიჩები. იაპონური სახლის აუცილებელი ატრიბუტია სპეციალური მაგიდა – კოტაცუ.  მაგიდასთან ერთად ეს ერთგვარი გათბობის საშუალებაცაა, რომელიც ელემენტებით იკვებება და იაპონური ოჯახის ძირითადი თავშეყრის ადგილიცაა. თუ ჩვენი სტანდარტებით მივუდგებით, ზამთარში იაპონურ სახლში საკმაოდ ცივა, იშვიათად, რომ იქ ტემპერატურა 10 გრადუს აღემატებოდეს.

1_Япония

დიდი ბრიტანეთი – 15 გრადუსი.

დიდ ბრიტანეთში  ოთახის საშუალო ტემპერატურა ზამთარში 15 გრადუსია. იაპონიის მსგავსად ცენტრალური გათბობა არც ბრიტანელებს აქვთ. ბრიტანელები გასათბობად, ბუნებრივ აირს იყენებენ. გაზის გამათბობლები და ეგრეთწოდებული გაზის „კალონკები“ ბრიტანული ზამთრის განუყოფელი ნაწილია.

2_британия

ჰოლანდია – 16 გრადუსი.

ჰოლანდიაშიც გათბობის ძირითადი საშუალება ბუნებრივი გაზია. ცენტრალური გათბობა არც ჰოლანდიაშია მიღებული. ერთი საშუალო ჰოლანდიურ ოჯახს გათბობა თვეში 200 ევრო უჯდება.

3_Нидерланды

საფრანგეთი -17 გრადუსი.

კერძო სახლების უმეტესობა საფრანგეთში გათბობის ინდივიდუალური სისტემებით არის აღჭურვილი. სითბოს მიღების ძირითადი წყარო საფრანგეთშიც ბუნებრივი აირია.

4_Франция

გერმანია – 17 გრადუსი.

გერმანიაშიც ძირითადად გაზით თბებიან. კერძო სახლებში ინდივიდუალური საქვაბეებია მოწყობილი. მრავალსართულიან სახლებში გაზის მოწყობილობებს ანიჭებენ უპირატესობას. გაზი გერმანიაში საკმაოდ ძვირი ღირს ამიტომ ზოგიერთ ოჯახში ელექტრონულ ქვეშაგებსაც აქტიურად იყენებენ.

5_Германия

იტალია – 17 გრადუსი.

ცენტრალური გათბობა არც იტალიელებს აქვთ. იტალიურ ქალაქებში ძირითადად ელექტრო ღუმელებით თბებიან.

6_Италия

ესპანეთი -18 გრადუსი.

გასაკვირია, მაგრამ ამ სამხრეთულ ქვეყანაში, სადაც ზამთარი საკმაოდ თბილია ცენტრალური გათბობა ფუნქციონირებს. ზამთრის ცივ დღეებში ცენტრალური გათბობა საღამოს 7 საათიდან 22 საათამდეა ჩართული. მეტი სითბოს მოყვარულებს დროის სხვა მონაკვეთში გათბობის სხვა ინდივიდუალური საშუალებების გამოყენება უწევთ.

7_Испания

რუსეთი –   25 გრადუსი.

ყველაზე თბილი სახლები რუსეთის მოქალაქეებს აქვთ. თითქმის ყველად დიდ ქალაქში ცენტრალური გათბობის სისტემა ფუნქციონირებს. სახლების გარდა, რუსეთის სადრბაზოებშიც საკმაოდ თბილა. კომუნალური გადასახადები, მათ შორის გათბობა  რუსეთში არც თუ ისე მაღალია, ასე, რომ ერთადერთი რაც ევროპას რუსების მართლაც შეიძლება შეშურდეს, ეს თბილი ოთახებია.

13_Россия

კომენტარი