ორგანიზაციამ – ,,ბავშვი და გარემო“ – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლის...

ორგანიზაციამ – ,,ბავშვი და გარემო“ – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლის იუბილეს ღონისძიება მიუძღვნა

544
გაზიარება

თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ვლადიმერ ძნელაძის მხარდაჭერით, ორგანიზაციამ ,,ბავშვი და გარემო“ ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლის იუბილეს მიეძღვნა, მონაწილეობა ორგანიზაციის რამდენიმე ცენტრის აღსაზრდელებმა მიიღეს.
ვლადიმერ ძნელაძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღი მიულოცა და ორგანიზაციის- ,,ბავშვი და გარემო“- საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია ,,GWP“-ს, რომელიც უკვე მესამე წელია ორგანიზაციას – ,,ბავშვი და გარემო“ – უხდის წყლის საფასურს, რაც ამ დაწესებულებისთვის  დიდი შეღავათია,“- აღნიშნა დეპუტატმა.
ღონისძიებას დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე ლალი ჭელიძე, კომპანიის ,,GWP“-ის კომერციული დირექტორი ირაკლი ბაბუხადია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარი