თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

436
გაზიარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტომ თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის ხარისხი გამოიკვლია.
ჩატარებული კვლევების შედეგად, მაისის თვეში, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირდა.
როგორც „სითი კვირას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა. აღებულ წყლის სინჯებში განისაზღვრა ჟანგბადის და მარილიანობის შემცველობა თბილისის წყალსატევებში.
საბანაო სეზონზე (მაისიდან სექტემბრის ჩათვლით), თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე, წყლის მონიტორინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რეგულარულად განახორციელებენ.

კომენტარი