თბილისი და დიდი ავიაცია – სად და როდის აშენდა პირველი აეროპორტი

თბილისი და დიდი ავიაცია – სად და როდის აშენდა პირველი აეროპორტი

1632
გაზიარება

თბილისში პირველმა აეროპორტმა ფუნქციონირება 1923 დაიწყო. მდებარეობდა მე-3 საცხოვრებელი მასივის (ახლანდელი ვარკეთილი1) ტერიტორიაზე, შედგებოდა საფრენი მინდორი და ხის პატარა ოროთახიანი ნაგებობა ახლანდელი ვარკეთილის ტერუტორიაზე მდებარეობდა. იქ სადაც ახლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტია, პირველი საბაზისო, იმ დროისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი აეროპორტი “ქვემო ალექსეევკა” 1933 წელს აშენდა. 1956 წლის 22 სექტემბერს ამ აეროპორტიდან ტუ -104 ტიპის სამგზავრო რეაქტიული თვითმფრინავის პირველი საცდელი გაფრენა განხორციელდა.

aeroporti-2

რეაქტიული თვითმფრინავების მასობრივმა დანერგვამ ახალი სამგზავრო ტერმინალისა და ასაფრენდასაფრენი ზოლის მშენებლობის აუცილებლობა გამოიწვია. 1958 წლის 14 დეკემბერს მწყობრში ჩადგა რიგით მეორე, ახალი აეროვაგზლის შენობა (არქიტექტორები: გ. ელკინი, ვ. ბერიძე) საათში 260 მგზავრის გამტარუნარიანობით. 1971-იდან იგი სამთავრობო აეროვაგზალი გახდა. 1971 წ. 5 მაისს ამოქმედდა რიგით მესამე აეროვაგზალი (არქიტექტორები: ვ. ბერიძე, შ. თოდრია), რომლის გამტარუნარიანობა საათში 1000 მგზავრს შეადგენდა. 1981 წელს თბილისის აეროპორტმა საერთაშორისო სტატუსი მიიღო და დაიწყო საერთაშორისო რეისების შესრულება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. 1995 წელს აეროვაგზალს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც გაიზარდა მისი გამტარუნარიანობა, თუმცა იგი მაინც ვერ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს, რამაც განაპირობა მთავრობის მიერ ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება.

234716310

ახალი სამგზავრო ტერმინალი (აეროვაგზალი), თურქულმა კომპანია “ტავ ჯორჯიამ” ააშენა. ტერმინალმა ფუნქციონირება 2007 წლის თებერვალში დაიწყო. თბილისის აეროპორტი ორი ასაფრენდასაფრენი ზოლით (ძირითადი და დამხმარე) დღეღამის განმავლობაში ემსახურება სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდს. აქვს თვითმფრინავების სადგომი 57 გასაჩერებელი ადგილით. აეროპორტის სანავიგაციო სისტემები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მგზავრთა გამტარუნარიანობა საათში დაახლოებით 2 ათასს კაცს შეადგენს.

13920260_608915755936116_5487058139922865898_o

2016 წელს „ ტავ ჯორჯიამ“ ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო რომელივ გასული წლის სექტემბერში დასრულდა. ახალი ტერმინალის ფართობი 12 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. ტერმინალი აღჭურვილია 5 თვითმფრინავსა და 250 ავტომანქანაზე გათვლილი სადგომით, ჩასხდომა-გამოსვლის ორი დერეფნით, 105 მეტრი სიგრძის საბარგო კარუსელით. 2017 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თითქმის 3 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა.

კომენტარი