თბილისური ჟარგონი – „არანორმატიული ლექსიკა“ გასული საუკუნიდან

თბილისური ჟარგონი – „არანორმატიული ლექსიკა“ გასული საუკუნიდან

5264
გაზიარება

ჟარგონი, ანუ  „არანორმატიულ ლექსიკა“ მეტყველების ისეთი ნაირსახეობაა, რომელიც თავდაპირველად  მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრისთვის იყო გასაგები. ის, როგორც მეტყველების ფორმა, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა.
ბატონყმობის გაუქმების შემდეგ უმიწო და მცირემიწიანი გლეხობა მასობრივად მიაწყდა ქალაქს. შეიქმნა ხელსაყრელი პირობები ოფიციალურ საზოგადოებასთან დაპირისპირებული, საერთო ინტერესებით შეკრული დანაშაულებრივი ჯგუფების ორგანიზებისათვის.  შესაბამისად, იქმნებოდა პირობები საკუთარი იდეოლოგიისა და საკუთარი მეტყველების ჩამოყალიბებისათვის.
ენათმეცნიერთა განმარტებით, ჟარგონს ახასიათებს უცხო სიტყვები, ბარბარიზმები, სემანტიკურად გადააზრებული ფრაზეოლოგიური გამოთქმები.
ჟარგონი იქმნება ხელოვნური ჩარევის, წინასწარ გააზრებული სტრატეგიის გარეშე რომელიმე ასაკობრივ ან სოციალურ ჯგუფში. მაგალითად, არსებობს ახალგაზრდული ჟარგონი, ქურდული ჟარგონი, სამხედრო ჟარგონი, ჟურნალისტური სლენგი, საფეხბურთო ფანების  და ქალაქური ჟარგონი.
დროთა განმავლობაში ჟარგონი ვითარდება, ტრანსფორმირდება და ბოლოს კვდება, შეიძლება ითქვას, რომ  ასე დაემართა თბილისურ ჟარგონსაც, რომელიც გასულ საუკუნეში მეტყველების საკმაოდ გავრცელებული ფორმა იყო დედაქალაქში.
„ჩემი თაობის ადამიანისთვის სლენგი სხვა იყო და დღეს მე რომ იმ ენაზე ვილაპარაკო, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. დღეს არ ესმით ისეთი სიტყვები, როგორებიცაა, მაგალითად, „წიწკვი“, „ნაშა“, „ხატა“, „ხავერა“ და ა.შ. სამაგიეროდ, დღეს შეიძლება ისეთი სიტყვები შემოვიდეს, რომელიც ძველი თაობის ხალხს არ ესმის“,- აცხადებს ფილოლოგი და ენათმეცნიერი ლევან ბერძენიშვილი.
„სითი კვირა“ გთავაზობთ იმ სიტყვების არასრულ ნუსხას, რომლებსაც ხშირად იყენებდნენ თბილისში გასული საუკუნის  60-90 იან წლებში:

არიფი – ჰარიფი – გამოუცდელი
არღნის ჩიტი – მუდმივ სტუმრობისა და ცეკვა-თამაშის მოყვარული
ახევა – წართმევა
ახურუშებული – გრძნობას აყოლილი
ბაზარი – სიტყვა-პასუხი
ბათქი – ჩხუბი
ბაითი – სახლი
ბანძი – ცუდი
ბაცანა – ლაწირაკი
გაგება – წესი
გამაზვა – ნიძლავის დადება
გატყდომა – წყენასავით
გატეხილშია – ხასიათი გაუფუჭდა
გაჩითვა – მოულოდნელი გამოჩენა
დააგოიმა – მოატყუა
დაამუღამა – რაიმეს კარგად შესწავლა
შეაბა – დაიყოლია
დაბოლება – მოტყუება
დაბრედა – მოკვლა
დავასება – მოწონება
დალივერება – თვალთვალი
დაუადა – აჩუქა
დილიხორი – გამხელილი ხვაშიადი
ზასაობა – კოცნა
თირვა – თვალთვალი
თომარი – მოფერება
იუზგარი – მეგობარი
მარიაჟი – ტრაბახა
მასტი – ტიპი
მაყუთი – ნაღდი ფული
მახატია – არად მიმაჩნია
მოკეტვა – გაჩუმება
მოტყდომა – გაქცევა
მოქესტვა – რაიმეს დამალვა
მოყომარება – შეგონებით დარწმუნება
მუღამი – გულისთქმა
პლეტი – გაქცევა
პონტი – საქმე, ამბავი
საიმი – გეშის აღება
სიაფანდი – მოტყუება
სიფათი – სახე
ტეხავს – ცუდია
ფაიზაღი – ნაღდი სარწმუნო
ფუფლო – პირობას გადასული
ქაჩავს – ძალუძს
ქაჯი – მეტისმეტად ტეტია
ქეში – თრიაქის მწეველი
ღადავი – დაცინვა
შარაფი – ქეიფი
შებმა – დაიყოლია
შეყენება – ქუჩაში ძარცვა
შეწერვა – წართმევა
შიპიტი – ჩხუბი
ჩალიჩი – რაიმეს კეთება
ჩამშვები – მაბეზღარი
ხავერა – სახლი
ხატა – სახლი
ხიპიში – შფოთი
ხოში – ლტოლვა
ხოშიანი – კარგი
ხურუში – მოძალებული გრძნობა, ავხორცი
ჯიგარი – კარგი
ჰარიფი – გამოუცდელი
ათოხლა -მოატყუა
მაზალო -მომაბეზრებელი
ბანძი – ცუდი
ტო – ბიჭო
წიფშა – ახალგაზრდა ქალი
მაყუთი – ნაღდი ფული

 

 

კომენტარი