ყველაზე დიდი ქალაქი 2025 წელს – Forbes – მა მეგაპოლისების ათეული გამოაქვეყნა

ყველაზე დიდი ქალაქი 2025 წელს – Forbes – მა მეგაპოლისების ათეული გამოაქვეყნა

1741
გაზიარება

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes -მა იმ ქალაქების ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც 2025 წლისათვის ყველაზე მჭიდროდ იქნება დასახლებული.  Forbes -ის ვერსიით, 2025 წლისათვის ქალაქის მოსახლეობა მსოფლიოში 5 მილიარდს გადააჭარბებს. მეგაქალაქების რაოდენობა, სადაც 8 მილიონზე მეტი ადამიანი იცხოვრებს, 33-ს გაუტოლდება.

Forbes -ის ვერსიით, ყველაზე დიდი ქალაქი მოსახლეობის რაოდენობით ტოკიო იქნება. 2025 წელს ტოკიოში 36 მილიონი ადამიანი იცხოვრებს. ამჟამად ტოკიოში 15 მილიონი კაცი ცხოვრობს.

2_result88

მეორე ადგილზე ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი მუმბაია. 2025 წელს მისი მოსახლეობა 26,4 მილიონს გადააჭარბებს. ამჟამად მუმბაიში 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

3_result85

მესამეზე  ინდოეთის დედაქალაქი დელი გავიდა. ამჟამად დელიში 11 მილიონი კაცი ცხოვრობს. 2025 წლისათვის ეს რიცხვი 22,5 მილიონამდე გაიზრდება.

4_result84

მეოთხე ადგილზე ბანგლადეშის დედაქალაქი დაკა გავიდა. ამჟამად იქ  9 მილიონი კაცი ცხოვრობს. 2025 წელს დაკას მოსახლეობა 22 მილიონამდე გაიზრდება.

5_result78

მეხუთეზე  სან-პაულუა. ბრაზილიის ამ უმსხვილეს ქალაქში ამჟამად 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 2025 წლისათვის ქალაქის მოსახლეობა 21,4 მილიონს გადააჭარბებს.

6_result78

მეექვსე ადგილზე მექსიკის დედაქალაქი მეხიკო დასახელდა. 19-მილიონიანი მეგაპოლისის მოსახლეობა 2025 წლისათვის 21 მილიონამდე გაიზრდება.

7_result72

მსოფლიოს დედაქალაქად აღიარებული ნიუ-იორკი მეშვიდე ადგილზეა. 2025 წლისათვის ნიუ-იორკის მოსახლეობა 20,6 მილიონი იქნება. ამჟამად ნიუ-იორკში 19 მილიონი კაცი ცხოვრობს.

8_result67

მერვე ადგილზე ინდოეთის ქალაქი კალკუტაა. ქალაქი, სადაც ამ მომენტისათვის 14,6 მილიონი კაცი ცხოვრობს. 2025 წლისათვის მათი რაოდენობა 20,6 მილიონამდე გაიზრდება.

9_result65

2025 წელს 19,4 მილიონი ადამიანი იცხოვრებს შანხაიში. ჩინეთის ამ ქალაქში ამჟამად 14,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

10_result59

მეათე ადგილზე Forbes -ის სიაში ყარაჩი გავიდა. პაკისტანის დედაქალაქში 11,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 2025 წლისათვის ეს რიცხვი 19 მილიონამდე გაიზრდება.

11_result53

კომენტარი