მიწისქვეშა ბუნკერი და თბილისის ცირკის საინტერესო ისტორია

მიწისქვეშა ბუნკერი და თბილისის ცირკის საინტერესო ისტორია

1235
გაზიარება

პირველი ცირკი თბილისში, მე -19 საუკუნის 90 -იან წლებში ძმებმა ნიკიტინებმა ააშენეს. გოლოვინის  პროსპექტზე ( ახლანდელი რუსთაველი) მდებარე შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისში გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა.
1914 წელს, ვინმე ესიკოვმა, ახლანდელი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მეორე ცირკი ააშენა. გასული საუკუნის მიწურულს, ლავრენტი ბერიას მითითებით, თბილისში ცირკის კაპიტალური შეობის მშენებლობა დაიწყო. მასიური, საბჭოთა არქიტექტურისათვის დამახასიათებელი  მონუმენტური შენობა ექსპულატაციაში 1939 წელს შევიდა.
თბილისის ცირკის პროექტის ავტორები იყვნენ: ნ. ნეპრინცევი, ვ. ურუშაძე, ს. საგუნეცი. იმ დროისათვის თბილისის ცირკი ადგილმდებარეობით, აღჭურვილობითა და ტექნიკით, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ცირკად ითვლებოდა.
როგორც ამბობენ, ცირკის სარდაფში, მიწის ქვეშ, თითქმის ცირკის შენობის ტოლი ფართის ბუნკერია, იქვეა გვირაბი, რომელიც მტკვრის ქვეშ გადის და მუშტაიდის ბაღთან ამოდის. საბჭოთა კავშირში ცირკის მსგავს შენობებებს სტრატეგიული დანიშნულებაც ჰქონდათ და როგორც ჩანს, ეს ბუნკერიც ერთგვარი თავშესაფარი იყო ომის შემთხვევაში.

თბილისის ცირკი მეოცე საუკუნეში.

საინტერესოა ის გარემოება, რომ მთას, რომელზეც თბილისის ცირკი დგას, ყაზარმების გორას ეძახდნენ.  გორაზე რუსული ჯარის ყაზარმები იყო განთავსებული, რომელთა ნაწილი დღემდეა შემორჩენილი. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ დღეს ეს მთა ორ ნაწილად არის გაყოფილი. მას შემდეგ, რაც ჩელუსკინელების ხიდის ( ახლანდელი თამარ მეფის ხიდი) აშენება გადაწყდა, ბერიამ მთა შუაზე გააჭრევინა და დღეს იქ თამარ მეფის  ქუჩა გადის.
2003 წელს ქართველი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერით, შენობა კაპიტალურად შეკეთდა, ხოლო 2011 წელს — სრულმასშტაბიანი რემონტი ჩაუტარდა.
ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, საერთო ფართით 4,750 კვ.მ. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ.მ ფართობის ადმინისტრაციული ერთეულისგან. თბილისის ცირკს  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

კომენტარი