რას ნიშნავს თბილისი და თბილისელობა გივი სიხარულიძისთვის?

რას ნიშნავს თბილისი და თბილისელობა გივი სიხარულიძისთვის?

553
გაზიარება

თბილისელობა ნიშნავს იმას, რომ გიყვარდეს შენი ქალაქი, იქცეოდე ისე, როგორც ქალაქელ კაცს შეეფერება. რაც მთავარია, თბილისელია ყველა ის კაცი, რომელიც თბილისში არ დაბადებულა, ჩამოვიდა ჩემს ქალაქში და თავისი კაცობით, ნამუსით, სინდისით, პატიოსნებით, შრომითა და მეგობრების სიყვარულით, თბილისელის წოდება დაიმსახურა. ესაა მთავარი, თორემ შეიძლება, თბილისში დაიბადოს და გაიზარდოს, მაგრამ თავიდან ბოლომდე ნაგავი იყოს.
ახლანდელი საზოგადოება და ახლანდელი ქალაქი ძველის მსგავსი აღარაა. დღეს სულ სხვა შეხედულებები და დამოკიდებულებებია. არ მომწონს დღევანდელი ახალგაზრდობის დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ადრე თბილისში ჰომოსექსუალების აღლუმს ვინ ჩაატარებდა?! ეს თბილისს არ ახსოვს და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ახსოვდეს. ამაზე ცუდი დედამიწის ზურგზე რა უნდა ყოფილიყო? რასაც ახლა ვხედავ, ამას ადრე ვერ ვნახავდი.
ხალხს შორის ძველებური, საოცარი სიყვარული აღარ არის. მეზობელი მეზობელს აღარ იცნობს. თბილისი სულ სხვა ქალაქი იყო, აქ სულ სხვა სული ტრიალდებდა. მთელი უბანი იცნობდა ერთმანეთს.
გარდა ამისა, თბილისის გარეგნული მხარეც ძალიან ცუდად განვითარდა. არასწორად არის ყველაფერი და ნორმალური კაცისთვის მიუღებელია. ღმერთმა ნუ ქნას, ძლიერი მიწისძვრა რომ მოხდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა უბედურებას მოიტანს? – ყველაფერს დაანგრევს.
სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი გზა, ხელმძღვანელობის მხრიდან, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქალაქის სიყვარულია. ყველაფერი სიყვარულით და პროფესიონალიზმით უნდა გაკეთდეს.

კომენტარი