“სითი ინსტიტუტი საქართველომ” ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა

“სითი ინსტიტუტი საქართველომ” ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა

232
გაზიარება

ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი საქართველომ” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გორის მიწათსარგებლობის გენგეგმის წინასაპროექტო სამუშაოების წარმატებით შესრულებისთვის სერტიფიკატები გადასცა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციასა და უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტს შორის, სტაჟირების პროგრამის კუთხით, გაფორმებული ხელშეკრულება სტუდენტების წინასაპროექტო კვლევაში, საყრდენი გეგმის მომზადებაში, ზოგად რეკომენდაციებსა და გეგმარებითი დავალების შემუშავებაში ჩართულობას ისახავდა მიზნად. როგორც “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, მიღებული პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.
“სტუდენტები პროექტში ძალიან აქტიურად ჩაერთნენ. ისინი ადგილზეც იმყოფებოდნენ, მოამზადეს თავიანთი კვლევები და გარკვეული ანალიზი, რაც შემდეგ ძირითად დოკუმენტში გამოვიყენეთ. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნაბიჯია ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული საქმიანობის შანსის მისაცემად. “სითი ინსტიტუტი საქართველო” მთავარ აქცენტს სწორედ ახალგაზრდებზე აკეთებს და ისიც ნიშანდობლივია, რომ გორის პროექტის ხელმძღვანელი სწორედ ახალგაზრდა ქალაქმგეგმარებელი ელენე დარჯანია იყო. მიმაჩნია, რომ პროექტებში ახალგაზრდების ჩართვით ჩვენ სწორ გზას ვირჩევთ. ეს სწორედ ის გზაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აღიზარდოს რაც შეიძლება მეტი ქალაქმგეგმარებელი და ურბანისტი, რომლებიც შემდეგ ქალაქების დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქმეებს თავად აიღებენ ხელში.”- აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.
მისივე განმარტებით, “სითი ინსტიტუტი საქართველო”  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტთან მჭიდრო თანამშრომლობას და ახალგაზრდების პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვას მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარი